კონკურსები



მსოფლიო  მათემატიკური თამაშის  „კენგურუ“-ში მონაწილე მოსწავლეებისათვის დამატებითი მეცადინეობის
                            გ ე გ მ ა  /       პ რ ო გ რ ა მ ა

(მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ორჯერ ორშაბათს და ოთხშაბათს)

მასწავლებელი: მ. გახუტელაშვილი
სკოლა: კუჭატნის საჯარო
მოსწავლეები: შოთიკო ხოსიკურიძე II კლასი,   საბა ფაზიაშვილი III კლასი, სალომე ბეგლარაშვილი IV კლასი,  გიორგი მელქოშვილი IV  კლასი.
დამატებითი მეცადინეობის მიზანია- მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, კვლევითი მუშაობის უნარების განვითარება, მოტივაციის ამაღლება.
დამატებითი მეცადინეობა ითვალისწინებს სააზროვნო ამოცანებზე მუშაობას. ამოვხსნით და ვიმუშავებთ იმ ამოცანებზე რომელიც კენგურუს კონკურსებში იქნა გამოყენებული სხვადასხვა წლებში ასევე ვიმუშავებთ, მათ ვებგვერდზე მოწვდილ ამოცანებზე.







პირველი მეცადინეობა
19 მარტი, 2018წ.
ვიმუშავეთ სააზროვნო ამოცანებზე, რამაც მოსწავლეთა დაინტერესება გამოიწვია. ამაღლდა მათი მოტივაცია.

I.       მილას სურს სიტყვა  KANGAROO (კენგურუ) საღებავით დაწეროს . მან წერა  ოთხშაბათს დაიწყო და ყოველდღე ერთ ასოს წერს. რომელ დღეს დაწერს მილა ბოლო ასოს?
A) ორშაბათს           B ) სამშაბათს         C ) ოთხშაბათს      D ) ხუთშაბათს        E) პარასკებს


II.      სიმონმა საათ-ნახევრის წინ გაიღვიძა. სამსაათ- ნახევრის შემდეგ იგი მატარებლით ბებიასთან უნდა წავიდეს. მატარებლის გასვლამდე რამდენი ხნით  ადრე  ამდგარა სიმონი?
A) 2 საათით ადრე               B) სამსაათ-ნახევრით ადრე               C ) 4 საათით  ადრე   
D)ოთხსაათ-ნახევრით ადრე             E ) 5  საათით  ადრე

III.       აკაკიმ და გიორგიმ ტყეში სოკოები იპოვეს, გიორგიმ იპოვა 11 სოკო, აკაკიმ კი- 7. ბიჭებმა გადაწყვიტეს სოკოები ოჯახის 6 წევრისთვის თანაბრად გაეყოთ. რამდენი სოკო შეხვდა თითვეულს? 


მეორე  მეცადინეობა
21 მარტი, 2018წ.

ვიმუშავეთ სააზროვნო ამოცანებზე, რამაც მოსწავლეთა  ინტერესი გამოიწვია. ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია.

I.                     ლენამ 1ევრო და 50 ცენტი გადაიხადა სამ ნაყინში, ნინომ კი 2ევრო 40 ცენტი გადაიხადა ორ ნამცხვარში. რამდენს გადაიხდიდა იგორი ერთ ნაყინსა და ერთ ნამცხვარში ერთად?
A)     1ევროსა და70 ცენტს   B) 1ევროსა და90 ცენტს  C) 2ევროსა და 20 ცენტს   .
 D) 2ევროსადა70ცენტს    E) 3ევროსა და 90 ცენტს.

II.                  მეფრინველეს აქვს 6-კვერცხიანი და 12 კვერცხიანი ყუთები. რა უმცირესი რაოდენობის ყუთი სჭირდება მას იმისთვის, რომ შეინახოს 66 კვერცხი.
A)     5                 B)     6               C)  9              D)   11         E)    13

III.              ბექას  ჯიბეში აქვს 13 მონეტა. თითოეული მონეტა ხუთ ცენტიანია,ან-ათცენტიანი.ქვემოთ მოცემულთაგან რომელი არ შეიძლება იყოს ბექას მონეტების მთლიანი ღირებულება?
A)    80 ცენტი     B) 60 ცენტი   C)  70ცენტი    D)115 ცენტი  E)125 ცენტი



მესამე მეცადინეობა
26 მარტი, 2018წ.

ვიმუშავეთ სააზროვნო ამოცანებზე, რამაც მოსწავლეთა  ინტერესი გამოიწვია. ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია.


I.   რა რიცხვები უნდა ჩავსვათ a, b, და  c ასოების ნაცვლად,                   რომ სწორი იყოს სამივე ტოლობა     
 a-b=c  
b+18=29
b-c=2

II.       ვატოს 15 კაკლით მეტი აქვს, ვიდრე მარიამს.  ვატომ მარიამს 8 კაკალი მისცა. რომელს აქვს ახლა მეტი და რამდენით.

III.    ჩაიფიქრეს რიცხვი, გაამრავლეს იგი 2 - ზე, შემდეგ ნამრავლი გაზარდეს 20 - ით, მიიღეს 120, რა რიცხვი ჩაუფიქრებიათ.

                   

მეოთხე მეცადინეობა
28 მარტი, 2018წ.



ვიმუშავეთ სააზროვნო ამოცანებზე, რამაც მოსწავლეთა  ინტერესი გამოიწვია. ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია.
1.        ჩაწერეთ რიცხვი 111 ოთხი ცალი ორიანით.

2.      თუ ანდრო მისცემს პეტრეს 300 ლარს, მაშინ მათ თანაბარი    რაოდენობის თანხა გაუხდებათ. რამდენით მეტი ლარი აქვს ანდროს პეტრეზე?

3.      ბავშვებმა შეკრეს წრე. ნიკასგან მარცხნიდან მეხუთე იგივეა, ვინც მარჯვნიდან მეექვსე. რამდენი ბავშვია წრეში?




მეხუთე  მეცადინეობა
18 აპრილი, 2018წ.
ვიმუშავეთ სააზროვნო ამოცანებზე, რამაც მოსწავლეთა  ინტერესი გამოიწვია. ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია.

1. სხდომას ესწრება 29 აკადემიკოსი. 12 მათგანს აქვს წვერი, ხოლო 18-ს ულვაში. 3 აკადემიკოსს არ აქვს არც წვერი, არც ულვაში. რამდენ აკადემიკოსს აქვს წვერიც და ულვაშიც?

2 ქალაქიდან და სოფლიდან ბანაკში ჩამოვიდა 240 მოსწავლე. მათ შორის არის 125 ბიჭი, რომელთაგანაც 65 ქალაქიდანაა. სოფლიდან 53 გოგონაა. რამდენი მოსწავლე ჩამოვიდა ქალაქიდან?

3. თუ ანდრო მისცემს პეტრეს 300 ლარს, მაშინ მათ თანაბარი რაოდენობის თანხა გაუხდებათ. რამდენით მეტი ლარი აქვს ანდროს პეტრეზე?

4. ჰოკეის გუნდმა ჩაატარა 3 შეხვედრა. მათ მოახერხეს 3 შაიბის გატანა მოწინააღმდეგის კარში, ხოლო ერთი კი მიიღეს საკუთარ კარში. ერთ შეხვედრაში გუნდმა მოიგო, მეორე დაამთავრა ფრედ, მესამე კი წააგო. რა ანგარიშით დამთავრდა თითოეული შეხვედრა?













მეექვსე  მეცადინეობა
25 აპრილი, 2018წ.
ვიმუშავეთ სააზროვნო ამოცანებზე, რამაც მოსწავლეთა  ინტერესი გამოიწვია. ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია.

1. ტურისტებმა იყიდეს იტალიური, გერმანული, ფრანგული და ინგლისური მარკები. შენაძენის საერთო ღირებულება გარდა იტალიური მარკისა შეადგენს 40 ლარს, გარდა გერმანული მარკისა – 45 ლარს, გარდა ფრანგულისა – 44 ლარს, გარდა ინგლისურისა – 27 ლარს. რა ღირს იტალიური მარკა?

2. ორი რიცხვის ჯამია 715. ერთი რიცხვი ბოლოვდება ნულით, თუ გადავხაზავთ ამ ნულს მივიღებთ მეორე რიცხვს. იპოვეთ ეს რიცხვები.

3. ბავშვებმა შეკრეს წრე. ნიკასგან მარცხნიდან მეხუთე იგივეა, ვინც მარჯვნიდან მეექვსე. რამდენი ბავშვია წრეში?





მეშვიდე მეცადინეობა
8 მაისი, 2018წ.
ვიმუშავეთ, ამოცანებზე , ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია.

1.       ორ თაროზე სულ 48 წიგნი აწყვია. თუ პირველი თაროდან მეორეზე გადავიტანთ 9 წიგნს, მაშინ თაროებზე წიგნების რაოდენობა გათანაბრდება. რამდენი წიგნი აწყვია პირველ თაროზე?  

(ა) 33       (ბ) 35        (გ) 37          (დ) 39           (ე) 41


 2.      რამდენით შემცირდება რიცხვი 88888, თუ მის ჩანაწერში ერთ 8-იანს წავშლით? 

(ა) 8-ით    (ბ) 80-ით     (გ) 800-ით    (დ) 8000-ით      (ე) 80000-ით  



3.      საბავშვო ბაღისთვის 15 ველოსიპედი შეიძინეს. მათგან ზოგიერთი ორთვლიანი იყო, დანარჩენი – სამთვლიანი. ყველა ველოსიპედს ერთად 37 ბორბალი ჰქონდა. შეძენილი ველოსიპედებიდან რამდენი იყო ორთვლიანი?

(ა) 5         (ბ) 6         (გ) 7         (დ) 8           (ე) 9








Комментариев нет:

Отправить комментарий