კათედრა


                                კუჭატნის საჯარო სკოლის     

                          მათემატიკის   კათედრის   დებულება                                                    


                                                                             (  2018-2019 სასწავლო წელი)
                                                 
                                              
                                  თავი I  
                         ზოგადი ნაწილი

1.1.        მათემატიკის  კათედრა თავის საქმიანობას წარმართავს ზოგადი განათლების შესახებ კანონის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, კუჭატნის საჯარო სკოლის წესდების, მიზნების, შიგანაწესის და ამ დებულების  შესაბამისად.
1.2.              მათემატიკის  კათედრა აერთიანებს  მათემატიკის და  ისტის,  მასწავლებლებს. ისინი თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ კათედრის სხდომებზე.
1.3.               კათედრის დებულებას შეიმუშავებენ კათედრის წევრები თავმჯდომარესთან ერთად, ათანხმებენ დირექციასთან და ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო.

                                               

                                                  თავი  II
                             მიზნები და ამოცანები
2.1  მათემატიკის  კათედრის მიზანია სკოლაში სწავლება/სწავლისა და აღზრდის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა თანამედროვე პედაგოგიური მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვის გზით.
2.2   მათემატიკის   კათედრის ძირითადი ამოცანებია:
·         სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის ასამაღლებელი ღონისძიებების შემუშავება და მათი გატარება.
·         თეორიული და პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად ახალი მეთოდების მოძიება და მათი გამოყენების მექანიზმების შემუშავება.
·         პედაგოგთა პროფესიული განვითარება.
·         სასწავლო პროცესში თვალსაჩინოებებისა და სწავლების ტექნიკური საშუალებების გამოყენების მეთოდების შემუშავება.
·         საგაკვეთილო პროცესისათვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის და სასკოლო ბიბლიოთეკისათვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა.
·         კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება.
·         სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა.
·         მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების დადგენა და ამის საფუძველზე მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობის დაგეგმვა და წარმართვა.
·         მოზარდთა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, კრიტიკული აზროვნების განვითარების  ხელშემწყობი  პირობების შექმნა.

                                  
                                            თავი III

            კათედრის შეკრების სიხშირე, განრიგი
3.1. კათედრის სხდომა ტარდება სემესტრში ორჯერ მაინც. პირველი სხდომა იმართება სასწავლო წლის დასაწყისში სხდომა აუცილებლად იმართება აგრეთვე სემესტრის ბოლოს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი სხდომების მოწვევაც.
3.2. კათედრის სხდომების განრიგი და დღის წესრიგი დგება წინასწარ.
3.3. კათედრაზე უნდა ინახებოდეს საჭირო დოკუმენტაცია.

                                                  
                                               თავი   IV
                  კათედრის წევრების უფლება მოვალეობა

        4.1. კათედრის წევრს უფლება აქვს :
·         აირჩიოს და არჩეულ იქნეს კათედრის თავმჯდომარედ.
·         კათედრის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ისარგებლოს ერთი ხმის უფლებით.
·         შევიდეს ინიციატივით სხდომაზე და განხილვაზე დააყენოს მისთვის საინტერესო საკითხი.
·         მონაწილეობა მიიღოს კათედრის გეგმის შემუშავებაში.
       4.2 კათედრის წევრი მოვალეა:
·         დაესწროს კათედრის სხდომებს (თუ არ არსებობს გაცდენის ობიექტური მიზეზი).
·         იზრუნოს საკუთარი და კათედრის წევრების პროფესიულ განვითარებაზე.

                      
                                            
                                          თავი  V
                              კათედრის თავმჯდომარე

5.1.  არჩევის წესი:
·         კათედრის თავმჯდომარეს ერთი წლის ვადით ირჩევენ კათედრის წევრები სასწავლო წლის დასაწყისში როტაციის პრინციპით.
·         ერთი და იმავე პირის მეორედ არჩევა შესაძლებელია მას შემდეგ, რაც კათედრის თითოეული წევრი ერთხელ მაინც იქნება კათედრის თავმჯდომარე.
·         კათედრის თავმჯდომარის წარდგენის უფლება აქვს კათედრის წევრებს.
5.2.  კათედრის თავმჯდომარის მოვალეობა
·         კათედრის წევრებთან ერთად უზრუნველყოფს წლის სამუშაო გეგმის მომზადებას.

·         უზრუნველყოფს კათედრის სამუშაო გეგმის შესრულებას და გაწეული საქმიანობის მონიტორინგს.
·         უზრუნველყოფს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის  სხვადასხვა ღონისძიების (ლექცია-სემინარები, სამოდელო გაკვეთილები და სხვა) ჩატარებას.
·         კოორდინირებას უწევს კათედრის მუშაობას და უზრუნველყოფს ფუნქციების ეფექტურად განაწილებას კათედრის წევრებს შორის.
·         მოვალეა უზრუნველყოს კათედრის სხდომების ორგანიზება და დროულად ჩატარება.
·         გაკვეთილზე მასწავლებელთა ურთიერთდასწრების ორგანიზაცია.
·         წარუდგენს წინადადებებს და რეკომენდაციებს (პედაგოგთა რეიტინგის, წახალისების მექანიზმების, ექსპერტთა მოწვევის, ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებების შესახებ) სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს.
·         ამზადებს შუალედურ და საბოლოო ანგარიშებს წელიწადში ორჯერ მაინც გაწეული საქმიანობის შესახებ პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე წარსადგენად.

                                                 
                                                  თავი VI
                                კათედრის ფუნქციები

6.1.  კათედრის მუშაობის შინაარსი შეესაბამება განათლების სახელმწიფო პოლიტიკას, სკოლის წესდებასა და შინაგანაწესში გაცხადებულ პრინციპებს.
6.2.  კათედრის მუშაობა ითვალისწინებს :
·         სასწავლო დაწესებულების წინაშე მდგარი კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, მიმდინარე საკითხების განხილვა.

·         სხვა საჯარო სკოლების გამოცდილების შესწავლა.
·         სპეციალური ლიტერატურის სარეკომენდაციო სიების, მეთოდური რეკომენდაციების, თემატური კატალოგების, სლაიდების, პლაკატების ვებ გვერდების შექმნა.
·         მოსწავლეთა კონკურსების, კონფერენციების, ოლიმპიადების ჩატარება.
·         მოსწავლეთა წახალისების ფორმების შექმნა და /ან პრიზების დაწესება.
·         სილაბუსების დროულად შედგენა.
·         კონსტრუქციული თანამშრომლობა კოლეგებთან მაგალითად ურთიერთ დასწრება გაკვეთილებზე და გამოცდილების გაზიარება.
·         რეკომენდაციების შემუშავება ახალი მეთოდებისა და მიდგომების შესახებ.
·         სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის მონიტორინგი და შეფასება.
·         სასწავლო წლის შუაში და ბოლოს მოსწავლეთა მიღწევების დემონსტრირება (გამოფენა, კონცერტი, ღონისძიება და სხვა).
·         საგანმანათლებლო კონფერენციის მოწყობა მასწავლებლებისათვის.



                                     
                                                                                                 თავი  VII
           სხდო                                                                       სხდომის ოქმის წარმოება

7.1. კათედრის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს და წარმართავს კათედრის სხდომებს.
7.2 კათედრის სხდომა უფლებამოსილია  მიიღოს გადაწყვეტილება,    თუ სხდომას  ესწრება კათედრის წევრთა 2/3 მაინც.
7.3. კათედრის სხდომა ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
7.4. კათედრა გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
7.5.  თავმჯდომარე კათედრის სხდომის დანიშვნამდე მინიმუმ სამი დღით ადრე ატყობინებს კათედრის თითოეულ წევრს სხდომის შესახებ.
7.6. სხდომის ოქმში ფიქსირდება ყველა მომხდარი ფაქტი, გამოთქმული მოსაზრება და წინადადება. სხდომის ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე.

                                                      
                                                             თავი  VIII
                                        ანგარიშვალდებულება
8.1. კათედრა ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორისა და პედსაბჭოს წინაშე.
8.2. კათედრის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია კათედრის წევრების და სკოლის დირექტორის წინაშე.

                                                       
                                                              თავი   IX
                             ცვლილება - დამატებები დებულებაში
ცვლილებებს შეიმუშავებს კათედრის თავმჯდომარე წევრებთან ერთად და ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო.

















მათემატიკისა კათედრის სამუშაო გეგმა
კათედრის სხდომების განრიგი და მათზე განსახილველი 
საკითხები
                                                                     2018-2019 სასწ. წელი
დაგეგმილია 5 სხდომის ჩატარება                                          

 I სხდომა (10-12 სექტემბერი)
·                     კათედრის თავმჯდომარის და მდივნის არჩევა
·                     კათედრის დებულების და სამუშაო გეგმის განხილვა, დამტკიცება  
·                     გრიფირებული სახელმძღვანელოების შერჩევა I-VI კლასელებისათვის.   
·         შეფასების რუბრიკების, მინიმალური შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის  განსაზღვრა.
 სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება;
·                      

II სხდომა (10 –15 ოქტომბერი)
·         ეროვნული და კერძო ოლიმპიადების მოსწავლეების მომზადების საკითხის განხილვა.
·         პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში გაკვეთილების ჩატარების დაგეგმვა.
·         კათედრის წევრთა შორის ურთიერთდასწრების დაგეგმვა.

III სხდომა (20–25 დეკ).
1.     მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებში მონაწილეობის დაგეგმვა;
2.     პირველი სემესტრის  შედეგების  განხილვა/ანგარიში;
3.     პირველი სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.





IV სხდომა (25–28 თებერვალი)
.სიახლეების გაცნობაგაზიარება   .ურთიერთდასწრების განრიგის შემუშავება გამოცდილების გაზიარების მიზნით.



სხდომა(1–10 ივნ)
1  .მეორე სემესტრის შეჯამება, მათ შორის მოსწავლეთა აკადემიური შედეგების განხილვა;
2.     2018-2019 სასწავლო წლის II  სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.

Комментариев нет:

Отправить комментарий