8.6.20

მათემატიკაში საშინაო დაავლების შესრულების გააზრება მოსწავლეებში

აპრილის თვეში ჩატარდა მათემატიკის კათედრის სხდომა, სადაც განხილულ იქნა  კვლევა "მათემატიკაში საშინაო დაავლების  შესრულების გააზრება მოსწავლეებში ".
საქმიანობა დადებითად იქნა შეფასებული.


რეფლექსია

  მინდა გითხრათ, რომ კვლევაზე მუშაობა, რთული და მეტად საპასუხისმგებლო აღმოჩნდა. მკვლევარ მასწავლებელს უნდა ახასიათებდეს ძლიერი ნებისყოფა,  ახასიათებდეს მიზანსწრაფულობა, ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, გამარჯვებისკენ სწრაფვა - მართალია, ყველა ეს თვისება შეიძლება ვერ გავამართლე, მაგრამ გულწრფელად ვეცადე მოსწავლეების მდგომარეობა ზედაპირულად კი არა, სიღრმისეულად შემესწავლა. ჩემი კვლევის მიზანი იყო: საშინაო დავალების გააზრება მოსწავლეებში. მათემატიკის სწავლა- სწავლების გაუმჯობესება. დაგეგმილი კვლევის განსახორციელებლად დავიწყე მონაცემთა შეგროვება, მიღებული შედეგები განვიხილე კოლეგებთან, რის შემდეგაც დავგეგმეთ ინტერვენციები. კვლევის მეთოდების სწორად შერჩევამ საჭირო ინფორმაცია მომაწოდა, მისი დახარისხების.  პროექტის დამუშავებამ კი მოსწავლეებს მისცა არა მარტო ცოდნა, არამედ  განუვითარა კვლევის უნარ-ჩვევები. დავალებების შესრულების ხარისხმაც მოიმატა.
კვლევის პროცესში, მნიშვნელოვანი იყო საშინაო დავალების ინდივიდუალური არჩევანი, რამაც ხელი შეუწყო სასწავლო პროცესისადმი მოსწავლეთა ინტერესების და ჩართულობის გაზრდას. მათ მიეცათ რწმენა, რომ ისინი შეძლებენ და გაიაზრებენ საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულებას. მოსწავლეთა დავალებების შესრულების ხარისხმაც მოიმატა, მოსწავლეებმა შემაჯამებელის წინა პერიოდის დავალებებში და სხვადასხვა  ტიპის შემაჯამებლებში უკეთესი შედეგი აჩვენეს. ასევე გამოკვეთა,რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა, თანამშრომლობა.
კვლევის შედეგები მოკლე პრეზენტაციის სახით წარვადგინე კათედრაზე, რაც საინტერსო აღმოჩნდა კოლეგებისთვის. დაინტერესდნენ შედეგებით  და გაუჩნდათ სურვილი საკუთარი პრაქტიკის კვლევა განეხორციელებინათ და გამოეყენებინათ გამოცდილება, რომელსაც ვთავაზობდი.

Комментариев нет:

Отправить комментарий