8.6.20

მათემატიკაში საშინაო დაავლების შესრულების გააზრება მოსწავლეებში

აპრილის თვეში ჩატარდა მათემატიკის კათედრის სხდომა, სადაც განხილულ იქნა  კვლევა "მათემატიკაში საშინაო დაავლების  შესრულების გააზრება მოსწავლეებში ".
საქმიანობა დადებითად იქნა შეფასებული.


რეფლექსია

  მინდა გითხრათ, რომ კვლევაზე მუშაობა, რთული და მეტად საპასუხისმგებლო აღმოჩნდა. მკვლევარ მასწავლებელს უნდა ახასიათებდეს ძლიერი ნებისყოფა,  ახასიათებდეს მიზანსწრაფულობა, ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, გამარჯვებისკენ სწრაფვა - მართალია, ყველა ეს თვისება შეიძლება ვერ გავამართლე, მაგრამ გულწრფელად ვეცადე მოსწავლეების მდგომარეობა ზედაპირულად კი არა, სიღრმისეულად შემესწავლა. ჩემი კვლევის მიზანი იყო: საშინაო დავალების გააზრება მოსწავლეებში. მათემატიკის სწავლა- სწავლების გაუმჯობესება. დაგეგმილი კვლევის განსახორციელებლად დავიწყე მონაცემთა შეგროვება, მიღებული შედეგები განვიხილე კოლეგებთან, რის შემდეგაც დავგეგმეთ ინტერვენციები. კვლევის მეთოდების სწორად შერჩევამ საჭირო ინფორმაცია მომაწოდა, მისი დახარისხების.  პროექტის დამუშავებამ კი მოსწავლეებს მისცა არა მარტო ცოდნა, არამედ  განუვითარა კვლევის უნარ-ჩვევები. დავალებების შესრულების ხარისხმაც მოიმატა.
კვლევის პროცესში, მნიშვნელოვანი იყო საშინაო დავალების ინდივიდუალური არჩევანი, რამაც ხელი შეუწყო სასწავლო პროცესისადმი მოსწავლეთა ინტერესების და ჩართულობის გაზრდას. მათ მიეცათ რწმენა, რომ ისინი შეძლებენ და გაიაზრებენ საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულებას. მოსწავლეთა დავალებების შესრულების ხარისხმაც მოიმატა, მოსწავლეებმა შემაჯამებელის წინა პერიოდის დავალებებში და სხვადასხვა  ტიპის შემაჯამებლებში უკეთესი შედეგი აჩვენეს. ასევე გამოკვეთა,რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა, თანამშრომლობა.
კვლევის შედეგები მოკლე პრეზენტაციის სახით წარვადგინე კათედრაზე, რაც საინტერსო აღმოჩნდა კოლეგებისთვის. დაინტერესდნენ შედეგებით  და გაუჩნდათ სურვილი საკუთარი პრაქტიკის კვლევა განეხორციელებინათ და გამოეყენებინათ გამოცდილება, რომელსაც ვთავაზობდი.

17.10.18

2018-2019 სასწავლო წელი - მათემატიკის წრე



2018 წლის 9 ოქტომბრიდან სკოლაში მუშაობა დაიწყო მათემატიკის წრემ „მოგზაურობა მათემატიკის სამყაროში.“ წრეში გაერთიანებული არიან III კლასის მოსწავლეები. წრის აქტიობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:    მათემატიკის წრე


წრის სამუშაო პროგრამა  /  განრიგი
             
წრის სახელწოდება: „მოგზაურობა მათემატიკის სამყაროში“
მასწავლებელი: მზია გახუტელაშვილი
სკოლა: კუჭატნის საჯარო
კლასი: III
თემა: საწრეო მუშაობა, როგორც საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციისა და კვლევითი მუშაობის ამაღლების ხელშეწყობა.

 წრის  მუშაობის მიზანი:
დაწყებითი კლასების სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია დამატებითი აქტივობების შემოტანა. მათემატიკაში საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს საგნის კომპეტენციას და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. მათემატიკის საწრეო მუშაობა იმიტომ გვინდა, რომ მესამე კლასის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები მყარი ცოდნითა და შესაბამისი უნარ-ჩვევებით  შეუდგნენ  სწავლას მომდევნო კლასში. საწრეო  მუშაობა იქნება სამი  წლის მანძილზე  გაწეული შრომის ერთგვარი შეჯამება.
 საწრეო მუშაობის ამოცანები:
1.     საგაკვეთილო პროცესზე მიღებული ცოდნის განმტკიცება  და უნარ-ჩვევების უკეთ ჩამოყალიბება.
.
2.   მე-3 კლასის საპროგრამო მასალის საფუძვლიანად ათვისება.
3.   სწორი, ლოგიკური და სიტუაციური აზროვნების განვითარება.
4.   სოციალური უნარების განვითარება.
5.   შემოქმედებითი უნარების განვითარება.
საწრეო  მუშაობის შედეგები:
ვიმედოვნებ,რომ ამ აქტივობის გეგმაზომიერად  და  შემოქმედებითად განხორციელების შემდეგ  მოსწავლეები:
1.   დაინტერესდებიან  მათემატიკით
2.   დამოუკიდებლად შეასრულებენ სამუშაოს მათი ინტერესების,შესაძლებლობისა და
უნარების შესაბამისად.
3.   მიეჩვევიან სწორ, ლოგიკურ და სიტუაციურ აზროვნებას.
4.   შეძლებენ თავისუფლად და კრიტიკულად აზროვნებას.

წრის მეცადინეობის გეგმა
2018-2019 სასწავლო წლის I-სემესტრში
(მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ სამშაბათს).


N
თარიღი
თემის   დასახელება
საათების
რაოდენობა
1
16.10 2018წ.
ნატურალური რიცხვების ჩაწერა, წაკითხვა, შედარება
1
2
23.10
მრავალნიშნა რიცხვების შეკრება- გამოკლება
1
3
30.10
სააზროვნო ამოცანების ამოხსნა
1
4
06.11
მონაცემთა ანალიზი
1
5
13.11
პერიმეტრი
1
6
20.11
სააზროვნო ამოცანების ამოხსნა
1
7
27.11
ამოცანების ამოხსნა
1
8
04.12
რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის პოვნა
1
9
11.11
ამოცანების ამოხსნა
1
10
18.12
სიგრძის ერთეულები-მაგალითებზე მუშაობა
1
11
25.12
მასის ერთეულები- მაგალითებზე მუშაობა
1














საწრეო  მუშაობა შედგება  კვირაში ერთხელ, სამშაბათს.  ერთი საგაკვეთილო დროის ხანგრძლიობით.

საწრეო  მუშაობის პროგრამა მოემსახურება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებსა და ამოცანებს. მომცემს საშუალებას, გამოვიყენო სწავლების სხვადასხვა მეთოდი, მიზანმიმართულად გავანაწილო აქტივობები ინდივიდუალური და ჯგუფური
სამუშაოების შესრულების დროს, ინტერესთა სფეროებისა და შესაძლებლობის მიხედვით.



პირველი სხდომა
9 ოქტომბერი, 2018წ.
მათემატიკის წრეზე  გაერთიანებულ  III კლასის მოსწავლეებს და მათ მშობლებს გავაცანი წრის სამუშაო გეგმა, განრიგი და მიზანი.კმაყოფილები დარჩნენ, რადგან მათ მოთხოვნას აკმაყოფილებს.



მეორე სხდომა

16.10. 2018წ.
ჩატარდა მათემატიკის წრის მეცადინეობა  III  კლასში მოსწავლეებმა იმუშავეს რიცხვების ჩაწერასა და შედარებაზე. ვიმუშავეთ სააზროვნო ამოცანებზე. ხალისიანი და საინტერესო მეცადინეობა შედგა.











30.ოქტომბერი
მოსწავლეებმა იმუშავეს სააზროვნო  ამოცანების ამოხსნაზე. ამოცანების შერჩევის დროს გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესთა სფერო და მათი შესაძლებლობები.მოსწავლეები ხალისობდნენ, აქტიურობდნენ ამოცანის ამოხსნის დროს.







28.5.18

მეხუთმეტე მეცადინეობა


28 მაისი, 2018წ.
განვიხილეთ სივრცული გეომეტრიული ფიგურები--- გამოვყავით კლასი მრავალწახნაგების. ამოვხსენით ამოცანები ვითვლიდით მრავალწახნაგების  , წახნაგებს, წიბოებს და წვეროებს. მოსწავლეებმა დაამზადეს მათი მოდელები.
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.

21.5.18

მეთოთხმეტე მეცადინეობა



21 მაისი, 2018წ.
განვიხილეთ ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები--- გამოვყავით კლასი მრავალკუთხედების. ამოვხსენით ამოცანები ვითვლიდით მრავალკუთხედის პერიმეტრებს, გვერდის სიგრძეებს. მოსწავლეები, აქტიურობდნენ და ხალისობდნენ.




15.5.18

მეცამეტე მეცადინეობა



14 მაისი, 2018 წ.
სააზროვნო ამოცანების ამოხსნა
ვიმუშავეთ სააზროვნო ამოცანებზე, ამოვხსენით სინჯვის ხერხით. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული და აკეთებდნენ ანალიზს.
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.



მეთორმეტე მეცადინეობა



7 მაისი  2018წ.
მეცადინეოების მიზანი იყო მასის ერთეულების გამოსახვა და მათ შორის კავშირის დამყარება.
მოსწავლეები დიდი ხალისით მსჯელოდნენ და ასახელებდნენ მასის ერთეულებს გამოსახავდნენ  მათ შორის კავშირს.
გაიზარდა მოსწავლეთა  მოტივაცია და ამაღლდა ცოდნის დონე.



მეთერთმეტე მეცადინეობა



30 აპრილი, 2018წ.
სიგრძის ერთეულების გამოყენება და მათი კავშირი.
ვიმუშავეთ სააზროვნო ამოცანებზე,  მოსწავლეები იყენებდნენ და ერთმანეთთან აკავშირებდნენ სიგრძის ერთეულებს
. აქტიურად იყვნენ ჩართული და ხალისობდნენ.