აქტივობები



რესურსის შექმნა


პ  ი  რ  ა  მ  ი  დ  ე  ბ  ი 
იცით თუ არა რომ

-პირამიდას უწოდებენ მრავალწახნაგს, რომლის ფუძე მრავალკუთხედია, დანარჩენი გვერდითი წახნაგები საერთო წვეროს მქონე სამკუთხედები.
-პირამიდას უწოდებენ ძველი ეგვიპტის ძველი და შუა სამეფოს ფარაონთა აკლდამებს.
-პირველი ქვის პირამიდა დაახლოებით ძვ.წ. 2630 წელს აიგო.
-მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებად წოდებული უდიდესი პირამიდა ,,ხეოფსის პირამიდაა“, რომლის სიმაღლე დაახლოებით 147მ-ს აღწევს.
-პირამიდასთან დგომა მარადიული სიცოცხლის კარიბჭესთან დგომასაც ნიშნავს.
-ძველი რომაულ და ახალ ევროპულ ხელოვნებაში პირამიდას იყენებდნენ მემორიალური ხასიათის ნაგებობისათვის.
-პირამიდა გასაგნებული მზის სხივია, იგი იღვრება, რათა მისი ნათლით განიბანოს მიწა. მას ეგვიტის სუვენირებს უწოდებენ.
-წესიერ სამკუთხა პირამიდას ტეტრაედი ეწოდება.
-n-წახნაგა პირამიდას აქვს (n+1)წვერო, (n+1) წახნაგი და (2n) წიბო და ა.შ.


პირამიდები, პირამიდები,
უდაბნოს შვილნი, ეგვიპტისანი,
ფარაონთაგან აშენებულნი,
სწორედ, რომ მათზე დადის მითები.

  ძველი ეგვიპტის სამეფოს მკვიდრნი,
  ცად აზიდულან პირამიდები.
  ამ ულამაზეს ნაგებობებში,
  განისვენებენ ფარაონები.

ათაწლეულებს ითვლის ასაკი,
გიზის, კასტილოს-ჩიჩენ იცაში,
მაგრამ დრო მათთვის აღარ არსებობს,
დროს ეშინია პიამიდების.



კლასგარეშე ღონისძიება
 „მოგზაურობა მათემატიკის სამყაროში.“

მათემატიკა მეცნიერებათა მეფეთ-მეფეა, იგი ყველამ უნდა შეისწავლოს და შეიყვაროს.
  მიზანი: 
.მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის სტიმულირება
.გაცნობა თუ როგორ გაჩნდა ადამიანის გონებაში რიცხვის ცნება
.როგორ ჩაისახა მათემატიკა როგორც მეცნიერება
აღნიშნული კლასგარეშე ღონისძიება ხელს უწყობს მოსწავლეების პიროვნულ და სოციალურ განვითარებას,ასევე ხელს უწყობს მოსწავლეთა თვითშეფასებას და მათი ემოციური სფეროს განვითარებას.


<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/2TwNNQnx4qM?start=360" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>

პროექტზე ფიქრი













თხილის მომგებიანი რეალიზაცია


100 ლარით 5 საჩუქრის შერჩევა



 
 

Комментариев нет:

Отправить комментарий